saqarTvelos mdinareebi - lajanura

ტერიტორიული ერთეულები ცაგერის მუნიციპალიტეტი
სათავე ლეჩხუმის ქედი
სიგრძე 32 კმ
აუზის ფართობი 296 კმ²

 

მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2710 მ. სიგრძე 32 კმ. აუზის ფართობი 296 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 10,5 მ³/წმ. მკაცრ ზამთარში ახასიათებს ყინულნაპირისი და თოში. მდინარეზე აგებულია ლაჯანურის წყალსაცავი.